სალომე ზურაბიშვილი თბილისის ამომრჩეველს შეხვდა

მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის სხვადასხვა უბანის მცხოვრებლებს შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდის, კრწანისის, ვაკე-საბურთალოსა და დიდუბის ამომრჩეველს სამომავლო ხედვები გააცნო.
„ხვალ მაქვს კიდევ ერთი სასიამოვნო დღე, თბილისის უბნებს შემოვივლით და ეს იქნება ამ კამპანიის დასასრული, მაგრამ კიდევ მექნება თემატური შეხვედრები ექიმებთან, სხვადასხვა უმცირესობებთან და ა.შ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი შევძელით და მართლაც, ყველანაირი შეხვედრა, ყოველთვის არის ძალიან დიდი ენერგიის მომცემი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დიდუბეში ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები