სალომე ზურაბიშვილი: არის ძალიან ბევრი საკითხი, უფლებები, რომელიც დღევანდელ კონსტიტუციაში წერია და რომლის დაცვაც პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის

„არის ძალიან ბევრი საკითხი, უფლებები, რომელიც დღევანდელ კონსტიტუციაში წერია და რომლის დაცვაც პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის. მაგალითად, დაცვა ყველა იმ კატეგორიის, რომელიც ქვეყანაში დაუცველი კი არაა, მაგრამ არასაკმარისად დაცულია”,- ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილი მიიჩნევს, მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა დედები და შშმ პირები მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მისი მფარველობის ქვეშ უნდა იყვნენ.
„არის ძალიან ბევრი საკითხი, უფლებები, რომელიც დღევანდელ კონსტიტუციაში წერია და რომლის დაცვა პრეზიდენტის კომპეტენციაში შედის. მაგალითად, დაცვა ყველა იმ კატეგორიის, რომელიც ქვეყანაში დაუცველი კი არაა, მაგრამ არასაკმარისად დაცულია. ეს ეხება მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, შშმ პირებს, რომელთაც სჭირდებათ არა მხოლოდ რამდენიმე პანდუსი იქა თუ აქ, არამედ ზრუნვა. როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი და როგორც დედა, ვთვლი, რომ რაღაცა ფორმით, ესენი ჩემს მფარველობაში უნდა იყვნენ. ვაპირებ ჩართული ვიყო ყველა იმ საკითხში, რაც ეხება ადამიანურ, სოციალურ, ჯანდაცვის უფლებებს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები