იუსტიციის მინისტრი პაატა სალია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის სამართლის სფეროში არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებაზე იმსჯელეს.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი სეიმურ ილიასლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები