კორპორაციული ტურისტული კომპანია „BTL Georgia“: IMEX-ის გამოფენაზე საქართველოში ღონისძიებების ჩასატარებლად მოლაპარაკებები უკვე დავიწყეთ
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს, – ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
„Imex Frankfurt 2025-ის ფარგლებში, წამყვან ევროპულ კომპანიებთან საქართველოში საერთაშორისო კონგრესების, კონფერენციებისა და ფორუმების ჩასატარებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენაა კორპორაციული ტურიზმის მიმართულებით. ჩვენი კომპანია მესამე წელია ზედიზედ მონაწილეობს ამ ღონისძიებაში საკონვენციო ბიუროს დახმარებითა და მხარდაჭერით. ეს ღონისძიება გამოირჩევა თავისი ხასიათით პირველ რიგში, ე.წ. ბაიერებით, რომლებიც მხოლოდ დაინტერესებულნი არიან საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, რომ ღონისძიებები ჩაატარონ ქვეყანაში და უკვე მოლაპარაკებები დავიწყეთ დ რამდენიმე მოთხოვნა მივიღეთ. მეორე არის გარემო და განწყობა, რომელიც იქმნება ჩვენი მხრიდანაც და მათი მხრიდანაც. შესაბამისად ეს ღონისძიება ერთ-ერთი ფავორიტია. ახლახან ვესაუბრე ჩვენს პარტნიორს, პოტენციურ პარტნიორს თურქეთიდან,რომელსაც სურს დიდი ღონისძიების გამართვა სექტემბერში, შესაბამისად ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია“- აცხადებს კორპორაციული ტურისტული კომპანია „BTL Georgia“ ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი გურამ ავალიანი.
Imex Frankfurt 2025-ის გამოფენას 150-ზე მეტი ქვეყნიდან 12 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენაზე 3100 კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.