შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის 9 თვის მონიტორინგის შედეგები განიხილეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით, გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ დეპარტამენტის მიერ ცხრა თვის განმავლობაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მუშაობის ანგარიშიც განიხილეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ტრეფიკინგის მიმართულებით გამოვლენილ გამოწვევებსა და მათთან გამკლავების გზებზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები