ხშირად ბავშვი მშიერი მყავს – 26 წლის ორი შვილის დედას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ჩერნოვეცკის ფონდის ინფორმაციით, 26 წლის ახალგაზრდა დედა – ნათია გოროხოვა მარტო ზრდის ორ შვილს, რომლებიც ხშირად შიმშილობენ. ამ ოჯახს მეტად რთული ცხოვრება აქვს, რაც არ იძლევა ბავშვების ნორმალური განვითარების საშუალებას.
„ქმარმა მიმატოვა, როდესაც 4 თვის წინ მეორე ვაჟიშვილი შემეძინა. ის წავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ნათესავები მე არ მყავს, დახმარებას არსაიდან ვიღებ, ბავშვებს შიათ, ვერ ვყიდულობ მათთვის წამლებს. გეტყვით გულახდილად, ისეთ სასოწარკვეთაში ვარ, რომ თავის მოკვლაზეც კი მიფიქრია, მაგრამ ვის დავუტოვო ჩემი შვილები? ერთადერთი იმედი – ეს არის კეთილი ადამიანების დახმარება“, – ამბობს ნათია გოროხოვა.
ამ ოჯახს საკუთარი საცხოვრებელიც არ გააჩნია. დედა და შვილები ყოფილი საბჭოთა სამხედრო ნაწილის გაპარტახებულ შენობაში ცხოვრობენ, სადაც ანტისანიტარია.
მეგობრებო, ნათიას და მის შვილებს დახმარება სჭირდებათ. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი გასაჭირი, გავუთბოთ მათ გულები, გამოვხატოთ თანადგომა და მივცეთ შანსი. ჩვენ თქვენი კეთილი გულის გვჯერა! გფარავდეთ უფალი!
შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნათია გოროხოვას ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩერნოვეცკის ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/375-gorokhova/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები