დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 27%-ით გაიზარდა

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 2018 წლის 9 თვის მონაცემებით, 974 827 ვიზიტორი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი, წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ითაა გაზრდილი. ვიზიტორთა 52% ქართველია, ხოლო 48% – უცხოელი.
აღსანიშნავია, რომ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 27%-ით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა: გერმანიიდან; პოლონეთიდან; ისრაელიდან; უკრაინიდან; რუსეთიდან.
9 თვის მონაცემებით, ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიებია: პრომეთეს მღვიმე; მარტვილის კანიონი; ყაზბეგის ეროვნული პარკი; ოკაცეს კანიონი; თბილისის ეროვნული პარკი.
რაც შეეხება კონკრეტულად სექტემბრის თვეს, დაცულ ტერიტორიებს ამ თვეში 153 783 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2017 წლის სექტემბერთან შედარებით, 23%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები