მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში კრებულის – „საზრისების” პრეზენტაცია გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში კრებულის – „საზრისების” პრეზენტაცია გაიმართა, რომლის იდეის ავტორი, შემდგენელი და რედაქტორი ფილოლოგიის დოქტორი, სკოლა “ლოგოსის” თანადამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი გია მურღულიაა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წიგნი მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც დაეხმარება, კარგად გაიაზრონ მხატვრული ტექსტის ბუნება, ლიტერატურის განვითარების თანამედროვე ტენდენციები, ლიტერატურული კონტექსტი, დასვან კითხვები და იპოვონ პასუხები, რომლებიც მნიშვნელოვნად გააფართოებს მათ ლიტერატურულ თვალსაწიერს.
გამოცემის მთავარი მიზანია, სკოლის უფროსკლასელებს და ზოგადად, მკითხველს აჩვენოს, რომ ლიტერატურის სივრცეში “ერთადერთი” და “საბოლოო” ჭეშმარიტებები ნაკლებად არსებობს და განსხვავებული წაკითხვა დაკავშირებულია არა მხოლოდ განათლების ამა თუ იმ დონესთან, არამედ უბრალო განწყობასთანაც – ლიტერატურის ამოცანას, რამდენიმე ამოხსნა ჰქონდეს.
კრებულში წარმოდგენილი წერილების დიდი ნაწილი სრულიად ახალია და სპეციალურად ამ გამოცემისთვის შეიქმნა. მათი ავტორები როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მეცნიერები და მკვლევარები (ზურაბ კიკნაძე, გია მურღულია, როსტომ ჩხეიძე, ლალი დათაშვილი, მაია ჯალიაშვილი, გია ალიბეგაშვილი, მერაბ ღაღანიძე, გიორგი კეკელიძე, პაატა ნაცვლიშვილი), ისე ფილოლოგთა ახალი თაობის წარმომადგენლებიც არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები