ნათელა პატარკაციშვილი ჩაფიძის სახელობის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული

ბადრი პატარკაციშვილის დედა, ნათელა პატარკაციშვილი გულის შეტევით, ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც “კვირას” მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა და აკადემიკოსმა გულიკო ჩაფიძემ განუცხადა, ამჟამად, ნათელა პატარკაციშვილი სამედიცინო დაწესებულების ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული.
მისივე თქმით, პაციენტი საშუალო სიმძიმისაა და მას გამოკვლევები უტარდება.
გულიკო ჩაფიძე აცხადებს, რომ პაციენტი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
მისივე თქმით, პაციენტს რამდენიმე საათში ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ.
ცნობისთვის: საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ჩანაწერები, რომლის თანახმადაც 2007 წელს კუდის მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას ამზადებდნენ. ნანა პატარკაციშვილის თქმით, აღნიშნული ჩანაწერები ოჯახისთვის მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა.
“როგორც კი ანონსი გავიდა ტელეიმედში, იმ წუთიდან ვართ შოკირებული. რატომღაც მივიღე ისეთი გადაწყვეტილება, გამომერთო შუქი სახლში და დედას არ ენახა, რადგან ძალიან არასასიამოვნო სიუჟეტი მზადდებოდა. განსაკუთრებულად ოჯახისთვის. მაგრამ, ეს არ გამომივიდა, მას ჩემზე ადრე ჰქონდა ანონსი ნანახი. რა თქმა უნდა, ძალინ მძიმე მოსასმენი იყო, ეს იყო უმძიმესი ჩანაწერები, რაც ჩვენ მოვისმინეთ. აღარ მოველოდით ამყველაფერს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე ის, რაც ყველა ოჯახის სამზარეულოში ირჩეოდა სინამდვილე. ჩვენ რა თქმა უნდა ხელიც მოვაწერეთ “სკოტლანდ იარდის” დასკვნას, დავიჯერეთ, რადგან მსოფლიოში მნიშვნელოვანი კომპანია და არ გვქონდა არანაირი უფლება არ დაგვეჯერებინა. თურმე, სწორად მოვიქეცით. ჩვენ მათ დავუჯერეთ, იმდენად, რამდენადაც იქ ლაპარაკია ბავშვების მოტაცებაზე, ოჯახების დაწიოკაბაზე, ასევე ლაპარაკია ისეთ პრეპარატებზე და ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებიც არ უნდა გმოჩნდეს არც შარდში, არც სისხლში და გარდაცვალების შემდეგ ვერავინ უნდა გაიგოს გარდაცვალების მიზეზი. ჩვენი ოჯახის, ბადრის მეუღლის და შვილების ოჯახის უდიდესი თხოვნა და მოთხოვნაა, რომ ეს სასწრაფოდ იქნას გამოძიებული, რისი იმედიც გვაქვს და ძალინ გთხოვთ, ამას ნუ გავხდით საჯილდაო ქვად”, – განაცხადა ნანა პატარკაციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები