ხულოში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა 18 წლის გოგონა და 72 წლის მამაკაცი იმსხვერპლა

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭახაურში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარდაცვლილია 18 წლის გოგონა და 72 წლის მამაკაცი.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, მეხანძრე – მაშველები ამ წუთებში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით აღძრა, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები