“მთელი ჩემი შეგნებით ვაპროტესტებ ე.წ. “ევრაზიის კავშირის” ეგიდით ორგანიზებულ ნებისმიერ ღონისძიებას საქართველოში”
“ე.წ. “ევრაზიის კავშირის” ეგიდით ორგანიზებულ ნებისმიერ ღონისძიებას საქართველოს ტერიტორიაზე ვაპროტესტებ მთელი შეგნებით”, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე, რომელიც დღეს შემთხვევით “ევრაზიის კავშირის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე აღმოჩნდა.
ამის მიზეზად კი, ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ მას სასტუმრო შეეშალა.
მისივე განმარტებით, იგი სასტუმრო “ძველი თბილისის” ნაცვლად, სასტუმრო ძველი მეტეხის შენობაში აღმოჩნდა და ტელეკამერების ყურადღების ცენტრში მოექცა.
“დღეს დილით, შემთხვევით აღმოვჩნდი უამრავი ტელეკამერის ყურადღების ცენტრში. შეხვედრაზე შეცდომით მივედი სასტუმრო ძველ თბილისში, ნაცვლად სასტუმრო ძველი მეტეხისა. ღმერთი, რჯული, არ მინდოდა იქ აღმოვჩენილიყავი, სადაც აღმოვჩნდი, თორემ იქ მისვლის სურვილი რომ მქონოდა ისიც მეცოდინებოდა, რომ ტელეკამერები ბლომად იქნებოდნენ ასეთ თავყრილობაზე მოკლედ … ამიტომ ხმამაღლა ვამბობ – ე.წ. “ევრაზიის კავშირის” ეგიდის ქვეშ ორგანიზებულ ნებისმიერ ღონისძიებას საქართველოს ტერიტორიაზე ვაპროტესტებ მთელი შეგნებით და ვფიქრობ, რომ ასეთი პროტესტი ხმამაღლა უნდა გამოხატოს ყველამ, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი.” – წერს სოციალურ ქსელში ზვიად კვაჭანტირაძე.