ბექა ოდიშარია: ცალსახად მივესალმები წესრიგს თბილისში, არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია კანონდარღვევით გაკრული სააგიტაციო მასალებისგან ქუჩების გაწმენდის პროცესს ეხმაურება.
ოდიშარიას თქმით, დედაქალაქის იერსახის მოფრთხილება თითოეული ადამიანისთვის განსაკუთრებული პატივი და მოვალეობაა.
“მნიშვნელობა არა აქვს, თუ წელიწადის რომელი დროა დედაქალაქში და ან როგორი პოლიტიკური ვითარება ან პერიოდია ქვეყანაში…ცალსახად მივესალმები წესრიგს თბილისში, არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ! ჩვენ თბილისელებს გვაქვს დამსახურებულად პრეტენზია, რომ ვცხოვრობთ ევროპული ღირებულებებისა და იერსახის ქალაქში და ასევე ვამკვიდრებთ ევროპული ცხოვრების წესისათვის დამახასიათებელ სტანდარტებს. ჩვენს ამ მისწრაფებასა და სურვილს კი წინ არ უნდა ეღობებოდეს არცერთი პოლიტიკური თუ სხვა მოვლენა. მჯერა,რომ ჩვენი ქალაქის იერსახის მოფრთხილება თითოეული ჩვენთაგანის განსაკუთრებული პატივი და მოვალეობაა”,- წერს ოდიშარია “ფეისბუქის” გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები