სუს-ი: ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალებას არავის მივცემთ

0

“ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალებას არავის მივცემთ, – ამის შესახებ “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, უწყებაში უკანასკნელ პერიოდში ფიქსირდებოდა ოპერატიული სიგნალები, რომ მასობრივი თავშეყრის ადგილებში ძალადობრივი პროვოკაციები იგეგმებოდა.
„უკანასკნელ პერიოდში ჩვენ შემოგვდიოდა ოპერატიული სიგნალები, რომ მასობრივი თავშეყრის ადგილებში იგეგმებოდა ძალადობრივი პროვოკაციები. ​ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად, ეს მცდელობები ჩანასახშივე იქნა აღკვეთილი.
ოპერატიული ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე იმ მიზნით, რომ არ მოხდეს წინასაარჩევნო პროცესის დამძიმება, ამ ეტაპზე, დეტალების გახმაურებისგან შეგნებულად ვიკავებთ თავს. თუმცა, შესაბამის დროს, საჭიროებისამებრ მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას.
ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებულად პრევენციული ღონისძიებები გრძელდება და პროვოკაციის ნებისმიერ მცდელობაზე იქნება მყისიერი რეაგირება. არავის მივცემთ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალებას“, – აცხადებს ნინო გიორგობიანი.

კომენტარები

კომენტარი