ქუთაისს Konoba x R.O დუო ეწვევა

0

საქართველოს კულტურის პალატის, კომპანია Movement-ის ორგანიზებით, ასევე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, 20 ოქტომბერს, ქუთაისს Konoba x R.O დუო ეწვევა. კონცერტი 21:00 საათზე, ხოლო გახსნის ცერემონიალი 21:30 საათზე დაიწყება.
ცნობისათვის, R.O x Konoba ბრიუსელში დაფუძნებული ალტერნატიული ჟღერადობის ბენდია, რომელიც მანქანების და ინსტრუმენტების, სიზმრების და რეალობის, მელანქოლიური ვოკალის და პოპ მელოდიების ერთობას წარმოადგენს.
გარდა ამისა, ღონისძიებაზე, ქართველი დიჯეი და პროდიუსერი Daniell გიორგი ცოფურაშვილი დაუკრავს.
​კონკრეტული პროექტი ელექტრონული საცეკვაო მუსიკის რამდენიმე ჟღერადობას, უმთავრესად – ტექნო და მის გარშემო გაერთიანებულ სხვადასხვა სუბჟანრებსაც მოიცავს. მისი სეტები თითქმის არასდროსაა ერთნაირი ჟღერადობის, რადგანაც ცდილობს მუსიკა გარემოსთან და საცეკვაო მოედანთან შესაბამისობაში იყოს.
დამსწრე საზოგადოებას,ასევე, საშუალება ექნება ქართველი პროდიუსერის და DJ-ის Tade შესრულებაც მოისმინოს. მისი პირველი რელიზი 2012 წელს კანადურ ლეიბლ “DASH DEEP RECORDS” -ზე გამოვიდა, შემდეგ იყო “UNDERYOURSKIN RECORDS”-ზე გამოცემული ტრეკები, რომლებმაც დადებითი რეცენზიები გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი