„დიდი ხანია ვმოღვაწეობ, პოეტი ვარ, გადავწყვიტე, ჩემი საქმიანობა მივახმარო საქართველოს“-ლაშა მაზანაშვილი ახალ საზოგადოებრივ მოძრაობაში ერთიანდება

ლაშა მაზანაშვილი, რომელიც საზოგადოებამ თავისი ლექსებით გაიცნო, ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას უერთდება. ამ მოძრაობას
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებლი, მწერალ მერაბ შათირიშვილი ქმნის.
„დიდი ხანია მსურდა, ჩავბმულიყავი საქმეში, რომელიც ემსახურება საქართველოს გადარჩენას. დიდი ხანია ვმოღვაწეობ, პოეტი ვარ, ვწერ ლექსებს. გადავწყვიტე, ჩემი საქმიანობა მივახმარო საქართველოს და მოვუწოდო საზოგადოებას გამოსწორებისკენ. საქართველო დიდი პრობლემების წინაშე იმყოფება, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.
ხალხი ისეთ ცუდ დღეშია, რომ იძულებულები არიან, გაყიდონ მიწები უცხოელებზე, იძულებულები არიან, ბანკები ახრჩობთ. ეს დიდი პრობლემაა, რომელიც რამდენიმე წელში კატასტროფამდე მივა, ხალხი გადის საქართველოდან, იმიტომ, რომ არაფერში არ არის პერსპექტივა , არც სპორტში, არც ხელოვნებაში. ხალხი გადის და უცხოელები შემოდიან, რომლებიც მიწებს ყიდულობენ. უნდა ვიბრძოლოთ საქართველოსთვის, საქართველოს გადასარჩენად. ამ მდგომარეობაში ვართ ახლა. გვაქვს 1000 პრობლემა, სადაც ჭაობში ვართ და აუცილებლად უნდა ამოვიდეთ იმ ჭაობიდან. მაგალითად, შევეხები მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციას. ეს უბედურებაა, ქვეყანაში, სადაც სიგარეტის მოწევა შენობაში იკრძალება, იქ ნებადართულია მარიხუანას მოწევა, ეს დიდი პრობლემაა. ამის ლეგალიზაცია არის ჩვენთვის უბედურება. ასევე არ მომწონს პარტიებს შორის ბინძური დაპირისპირება“, – განაცხადა მაზანაშვილმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები