რუსეთი უკრაინის კრიზისის დარეგულირების თაობაზე “მრგვალი მაგიდის” გამართვას მიესალმება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სლოვაკელ კოლეგასთან მიროსლავ ლაიჩაკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადა, რომ რუსეთი მიესალმება უკრაინის კრიზისის დარეგულირების თაობაზე “მრგვალი მაგიდის” გამართვას. “მრგვალ მაგიდაში” ასევე მონაწილეობენ სამხრეთ-აღმოსავლეთის წარმომადგენლები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის ფედერალიზაციას და რომელთა მოსმენაც არც ისე უნდათ. მაგრამ მიუხედავად “მრგვალი მაგიდის” არასრულყოფილებისა, მიუხედავად იმისა, რომ მასში არ მონაწილეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების ყველა წარმომადგენელი, ჩვენ მივესალმებით “მრგვალი მაგიდის” გამართვას. ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ლავროვის თქმით, რუსეთი ასევე მზად არის უკრაინის მხრიდან გაზის დავალიანების დაფარვის შემდეგ უკრაინისთვის გაზზე ფასდაკლების საკითხი განიხილოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები