ვიდეოკადრები სახლიდან, სადაც გატაცებულ ახალგაზრდა მამაკაცს მალავდნენ (ვიდეო)

0

პირველმა არხმა გადაიღო სახლი სოფელ მაღლაკში, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა.
როგორც პირველი არხთან ადგილობრივები ყვებიან, სპეცოპერაცია დაახლოებით 07:00 საათზე დაიწყო და ხუთი საათი გაგრძელდა, შედეგად სახლიდან მძევალი გაათავისუფლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის გატაცების ბრალდებით ათკაციანი ჯგუფი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ ახალგაზრდას თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.
მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა გატაცებულის მამამ და აცნობა, რომ გამტაცებლები მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდნენ, შვილის გამოსასყიდად დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს, ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მძევლის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
პოლიციამ გატაცებული ახალგაზრდა წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლა.

წყარო: პირველი არხი

კომენტარები

კომენტარი