სალომე ზურაბიშვილი ხობელ ამომრჩეველს შეხვდა: ეს მხარე ყველაზე მეტად არის ახლოს ევროპასთან

0

საქართველოს ეს მხარე ევროპასთან ყველაზე მეტად არის ახლოს.
ასევე, ეს არის ის ნაწილი საქართველოსი, რომელმაც განიცადა ყველაზე დიდი სიძულვილი და იცის რას ნიშნავს დაპირისპირება,-ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხობში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების დაწყებაზე და აღნიშნა, რომ ისტორიის ეს ფურცელი ერთხელ და სამიდამოდ უნდა დაიხუროს.
“ვიმყოფებით ხობში. ჩემთვის მნიშვნელოვანია სამეგროლოში ჩამოსვლა, ის თუ რა ვუთხარი აქაურ საზოგადოებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ნახევრად მეგრელი ვარ, იმიტომ, რომ ყველაზე ახლოს ევროპასთან საქართველოს ეს ნაწილია.
ამდენად ჩემი გზავნილი როგორც მომავალი პრეზიდენტის არის ის, რომ მოვდივარ გაერთიანებისა და არა სიძულვილის არა ქსენოფობიის და არა რასიზმის, არამედ, ტოლერანტობის სურვილით, რომელსაც ვსწავლობდი ქართულ ემიგრაციაში, საფრანგეთის კულტურაში, ქართულ კულტურაში. ეს არის ჩვენი მომავალი, ამ მომავალს ერთად ვაშენებთ და ამისთვის ვარ აქ ჩამოსული.
რაც შეეხება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებას, მე ვთვლი, როგორც პრეზიდენტი, რომ არ შეიძლება საქართველოში არ დასრულდეს პირველი გამოძიება. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ვლდებული ვართ, რომ დავასრულოთ, დავხუროთ ეს ფურცელი ჩვენი ისტორიის,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი