სპეციალური პენიტენციური სამსახური მირზა სუბელიანზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს

0

სპეციალური პენიტენციური სამსახური ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულ მირზა სუბელიანზე ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული 24-საათიანი ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
“სპეციალური პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თუკი დაცვის მხარეს აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების სურვილი აქვს, ბრალდებული მირზა სუბელიანი დაუყოვნებლივ მოინახულოს მისმა ადვოკატმა,-წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული, ყოფილი პროკურორი სასტიკად ნაცემია.

კომენტარები

კომენტარი