პუტინი ლუგარზე: პრეპარატები ეთნიკური ჯგუფების გარჩევით, მოქმედებენ ადამიანებზე
ამერიკის მიერ საქართველოში გენეტიკური კვლევების ჩატარება დიდ შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სადისკუსიო კლუბ “ვალდაის” ყოველწლიურ სხდომაზე განაცხადა.
“არ დავიწყებ განსჯას რამდენად არის ეს სიმართლე. მე ვნახე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის განცხადება და რა თქმა უნდა, ეს ამაღელვებელია. ეს სამუშაოები, თუ კი ისინი ნამდვილად მიმდინარეობს, ძალიან სახიფათოა და კავშირშია გენეტიკის სფეროში უკანასკნელ მიღწევებთან. რას ეხება საქმე – საქმე ეხება რაღაც პრეპარატების შემუშავებას, რომლებიც ეთნიკური ჯგუფების გარჩევით, მიზნობრივად მოქმედებს შესაბამის ადამიანზე”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.