დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება კიევთან მოლაპარაკებას არ აპირებს
დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლება ოფიციალურ კიევთან მოლაპარაკებების წარმოებას არ აპირებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ე.წ. სახალხო გუბერნატორმა პაველ გუბარევმა განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებების წარმოება შეუძლებელია, რადგან კიევი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტულ ოპერაციას ახორციელებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინურ მედიასთან ინტერვიუში უკრაინის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ ქვეყანაში ახლა ნეონაცისტური ძალები ბატონობენ. პუტინის თქმით, უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ნამდვილი ტერორი მიმდინარეობს.