უკრაინელმა სამხედროებმა დღის განმავლობაში ასამდე მებრძოლი დაკარგეს
დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ იგორ სტრელკოვმა განაცხადა, რომ 19 მაისს უკრაინის არმიამ ასზე მეტი სამხედრო დაკარგა, – ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი ,,Русская весна“ იტყობინება. სამხედრო მეთაურის თქმით, კვირას დილით თავდაცვის ჯარისკაცებმა სოფელ მალინოვკასთან მოწინააღმდეგეს ბლოკ-საგუშაგო გაანადგურეს.
სამხედროებმა ადამიანების დიდი დანაკარგი განიცადეს. ასევე დაკარგეს ორი ჯავშანმანქანა. ოპოლჩენცების მხრიდან მხოლოდ ერთი დაჭრილია.
მოგვიანებით, კიევის რეჟიმის მოწინააღმნდეგეებმა ყუმბარმტყორცნებიდან სლავიანსკ-კრამატორსკის რაიონში ტერიტორია დაცხრილეს, სადაც ნაციონალური გვარდიის ქვედანაყოფები იყო განლაგებული. ყუმბარმტყორცნების აფეთქებამ ხანძრის კერები წარმოშვა. ბოევიკებმა თავს გაქცევით უშველეს. შეტევა განხორციელდა მთა კორაჩუნის რაიონში განლაგებულ ბლოკპოსტზეც.
,,მოგვიანებით კარაჩუნში და ბლოკპოსტებთან დაჭრილების გამოსაყვანად სამხედრო ვერტმფრენები ჩაფრინდნენ“,- აცხადებს სტრელკოვი. შუადღისთვის სამხედროები ჩუმად შეიპარნენ სოფელ სელეზნიოვკაში, სადაც დაზვერვის მონაცემებით, მოწინააღმდეგეთა რაზმები განლაგდნენ.
ბრძოლების დროს ლიკვიდირებულია 6 შავფორმიანი, ,,მემერჯვენე სექტორის“ სიმბოლიკის მქონე ჯარისკაცი და დამწვარია „კამაზის“ მარკის ავტომანქანა.
დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოწინააღმდეგეთა მხრიდან დაჭრილთა და გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ადამიანს გადააჭარბა. დონბასის მაცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ უკრაინელი ძალოვანები გარდაცვლილებს იარაღისთვის განკუთვნილ პლასტმასის ყუთებში აწყობენ და ქალაქ იზიუმიდან გააქვთ იმ მიზეზით, რომ ადგილობრივ მორგებში ადგილი აღარ არის.