საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) N4ED პროექტის ფარგლებში საუკეთესო პრაქტიკის კონკურსს აცხადებს

საქართველოს მუნიციპალიტეტებში საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენისა და მათი გამოცდილების სხვა მუნიციპალიტეტებისთვის გაზიარების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), პროექტის – „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) – ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის კონკურსს აცხადებს.
როგორც “კვირას” ათეა-დან აცნობეს, დღევანდელ შეხვედრაზე, რომელსაც მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, კომიტეტის წევრი, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორი, დავით მელუა და კომიტეტის დარგის აღიარებული ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, აღნიშნული პროგრამის სამომავლო გეგმებზე, ასევე განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს და საკონკურსო თემები დაამტკიცეს.
გენდერული თანასწორობა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა და მოქალაქეთა ჩართულობა – ეს ის თემებია, რომლებიც 2017-2018 საკონკურსო წლისთვის შეირჩა.
კონკურსის გამარჯვებული მიმდინარე წლის დეკემბრამდე გამოვლინდება.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, კონკურსის შედეგად საუკეთესოდ აღიარებული პრაქტიკა (გამოწვევა, გადაჭრის გზა, განხორციელების ეტაპები და შედეგი) ხილვადი და ხელმისაწვდომი გახდება დაინტერესებული საზოგადოებისთვის, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა და საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
პროექტი საქართვლოს ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები