გიორგი ჩოგოვაძე: ბინების გაქირავებაზე დამატებითი გადასახადის დაწესება არ იგეგმება

„მინდა ხაზგასმით ვუთხრა საზოგადოებას, რომ არანაირი შეზღუდვები და დამატებითი გადასახადის დაწესება არ იგეგმება ბინების ე.წ აპარტამენტების გაქირავების შემთხვევაში, – ასეთ განმარტებას აკეთებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე Airbnb-ით და Booking.com-ით ბინების გაქირავებაზე გადასახადის შესაძლო დაწესების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე.
გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს, რომ ეს საკითხი არც განხილულა და არც განიხილება.
„მინდა ხაზგასმით ვუთხრა საზოგადოებას, რომ არანაირი შეზღუდვები და დამატებითი გადასახადის დაწესება არ იგეგმება ბინების ე.წ აპარტამენტების გაქირავების შემთხვევაში. ეს საკითხი არც განხილულა და არც განიხილება ჩვენს ქვეყანაში. პირიქით, ამ სეგმენტის განვითარებამ საქართველოს საშუალება მისცა მეტი განთავსების ობიექტი შევთავაზოთ მსოფლიოს ანუ მეტი ტურისტი მივიღოთ. გვახარებს, რომ ზრდამ დამატებითი შემოსავალი გააჩინა კერძო სექტორში მათთვისაც, ვინც ბინების გაქირავებით იღებს შემოსავალს”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები