“დეტალურ დონეზე ვიცით ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და გეგმავს ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით, მაგრამ არჩევნები ჩაივლის მშვიდად”

0

დეტალურად ვიცი ყველა ის გეგმა, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს ყველაფერი გამოვლენილია შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად.
„წარმოდგენა არა მაქვს საერთოდ, რა ჩანაწერებზე საუბრობს ბატონი ნიკა გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი ყველა ის გეგმა, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად და გარწმუნებთ, რომ როგორც ნეიტრალურ უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ეს ყველაფერი გამოვლენილი გვაქვს. დეტალურ დონეზე ვიცით, ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და რას გეგმავს. ამიტომ ეს იქნება შეუძლებელი. ეს ყველაფერი ვიცით, მათ შორის მიყურადების შედეგად. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ეს არჩევნები იქნება აბსოლუტურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში და ამის გარანტიას იძლევა შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – განაცადა შს მინისტრმა.
ცნობისთვის, “რუსთავი2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მისი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყალბი ჩანაწერების გავრცელებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი