მზია პატარკაციშვილი: დღეს რაღამ შეგაშინათ, ხალხო?

0

“წინა ხელისუფლების პერიოდი, როცა შეშინებული ადამიანები ხედავდნენ სასტიკ სისტემას და ხმას არ იღებდნენ…. დღეს რაღამ შეგაშინათ, ხალხო?”, – ამის შესახებ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის და, მზია პატარკაციშვილი, სოციალურ ქსელში წერს.ამასთან, მზია პატარკაციშვილი პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის შესახებ საზოგადოებას მიმართავს – “ნუთუ ასეთმა შოკისმომგვრელმა კადრებმა არ აგაღელვათ???”
“ამ ცხოვრებაში მეგონა აღარაფერი გამაკვირვებდა, მაგრამ როცა გავხსენი გვერდი, გამახსენდა წინა ხელისუფლების პერიოდი, როცა შეშინებული ადამიანები ხედავდნენ სასტიკ სისტემას და ხმას არ იღებდნენ…. დღეს რაღამ შეგაშინათ, ხალხო? მთელი დღეების განმავლობაში ჭორაობა მიდის … რა თემაზე აღარ ლაპარაკობთ, ბოროტება, ღვარძლი, ლანძღვა, გინება.. და ა.შ.
ნუთუ ასეთმა შოკისმომგვრელმა კადრებმა არ აგაღელვათ???
დღესაც გეშინიათ???
ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ძალიან სამწუხარო!!!!!”, – წერს მზია პატარკაციშვილი “ფეისბუქზე”.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მთავარმა პროკურატურამ ფარული აუდიოჩანაწერები გაავრცელა, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ საუბრობდნენ.

კომენტარები

კომენტარი