თბილისში სპეციალური შუქნიშნები დამონტაჟდება, რომელიც ჯერ ავტობუსებს გაატარებს და შემდეგ ავტომობილებს

0

დედაქალაქში სპეციალური შუქნიშნები განთავსდება, რომელიც ავტობუსს პრიორიტეტს მიანიჭებს, ჯერ ავტობუსს გაატარებს და შემდეგ ავტომობილებს, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა.მისი თქმით, სწრაფი გადაადგილების სისტემების დანერგვა დაწყებულია. როგორც მუმლაძემ განაცხადა, შუქნიშანი ბაგებში უკვე დამონტაჟებულია და მუშაობს.
„ასეთი შუქნიშნები უნდა დავაყენოთ შარტავა-კოსტავაზე, ასევე, ეს შუქნიშნები გაკეთდება ისეთ ადგილებზე, სადაც ავტობუსის სპეციალური ზოლები იქნება, სპეციალური სისტემით დაინახავს ავტობუსი რამდენ წუთში მოუახლოვდება, მანამდე გადათვლის ნაკადებს, გააჩერებს და ავტობუსს გაატარებს. ასეთი შუქნიშანი იქნება ყველა ქუჩაზე, სადაც ავტობუსის სპეციალური ზოლი იქნება”- განაცხადა მუმლაძემ.
ცნობისთვის, მუმლაძემ პრესკონფერენციაზე თბილისში სატრანსპორტო ქსელის განვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
2019 წელი ტრანსპორტის წელი იქნება ბევრი სიახლე სწრაფად იქნება თვალნათელი,- განაცხადა მუმლაძემ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი