„საიდანაც მიკროავტობუსები მოძრაობენ და ავტობუსი არა, ავტობუსიც იმოძრავებს“- როგორია მერიის გეგმა სატრანსპორტო ქსელთან დაკავშირებით

0

2019 წელი ტრანსპორტის წელი იქნება ბევრი სიახლე სწრაფად იქნება თვალნათელი, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქისთვის პრიორიტეტი საავტობუსო ქსელის განვითარება უნდა იყოს. მუმლაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, თბილისში მიკროავტობუსების გრძელი რეისები გაუქმედება. მუმლაძის თქმით, ეს საჭიროების მიხედვით მოხდება.
„ჩვენ არ ვიბრძვით მიკროავტობუსების წინააღმდეგ, მიკროავტობუსებმა უნდა გააუმჯობესონ თავიანთი სერვისი. ჩვენ ვამბობთ, რომ 530 ავტობუსი მუშაობს დედაქალაქში და 35 -მდე ხაზი აღსადგენია. ეს პროცესი დაწყებული გვაქვს. მოუმსახურებელი უბნები, რომლებიც არის, ასევე, რასაც გამოავლენს ფრანგული კომპანია გამოკითხვებით, კვლევებით დავიწყებთ ამ ხაზების აღდგენას, მოუმსახურებელი უბნების მომსახურებას.
მიკროავტობუსების რეისებს ჩვენ კი არ შევამცირებთ, თავად შემცირდება, გადახალისება მოუწევთ. არის კონკრეტული ფაქტები, სადაც MAN-ის ავტობუსები გავუშვით, მიკროავტობუსებმა ითხოვეს და რამდენი ხაზი მათი მოთხოვნით დამოკლდა. ამას ჩვენ ველოდებით. თუ არ განვითარდა და სერვისი არ შესთავაზეს, მათ მომხმარებელი არ ეყოლებათ“, – განაცხადა მუმლაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქში ავტობუსების 105, ხოლო მიკროავტობუსის 190 ხაზია.
„90 -იანი წლებიდან მოყოლებული, პრაქტიკულად, დედაქალაქს არ ჰქონია ტრანსპორტის განვითარების გეგმა. ეს გეგმა მთელ რიგ კომპლექსურ მიმართულებებს მოიცავს.
მოუმსახურებელი უბნების მოთხოვნიდან გამომდინარე 200-მდე ავტობუსია დასამატებელი.
თუ დავაკვირდებით, რაც გვყავს მიკროავტობუსები და ავტობუსები პიკის საათებში არ არის საკამრისი. ერთი მიზეზი ის არის , რომ თავის დროზე მოხდა 200-მდე ავტობუსის ქსელიდან ამოღება, ეს 12-მეტრიანი ავტობუსები იყო, რომლებიც ექსპლუატაციის კუთხით მოძველებული იყო. ამის გამო ხაზები დაიჩეხა და მიკროავტობუსებმა გადაინაწილეს.
დედაქალაქისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს საავტობუსო ქსელის განვითარება. აქ ვგულისხმობთ, 8-მეტრიან, 10-მეტრიანი, 12-მეტრიან, 18-მეტირიან ავტობუსებს. ახლა ტარდება მასშტაბური კვლევა, რომელსაც კომპანია „სისტრა“ ატარებს. აქ მოაზრებულია მარშუტების ოპტიმიზაცია, ანუ კომფორტული უნდა გახდეს ადამიანის გადაადგილება. ეს უნდა იყოს სწარაფი გადაადგილების საშუალება.
საავტობუსო ქსელი დაიჩეხა თავის დროზე , 200-მდე ავტობუსის ამოღება მოხდა ქსელიდან. ეს უნდა დაბრუნდეს, სჭირო იყო“, – განაცხადა მუმლაძემ.
მისივე თქმით, ავტობუსების 35-მდე ხაზი უნდა აღდგეს. როგორც მუმლაძემ აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო მომხიბვლელი და კომფორტული იქნება.
„ვყიდულობთ ახალ ავტობუსებს, ევრო 6 -ის ავტობუსები იქნება, ისეთივე კომფორტული, როგორიცაა MAN-ის ავტობუსები. მიკროავტობუსების კომპანიას ხელშეკრულება აქვს 2030 წლამდე, ბიზნესს ჩვენ არ ვეხებით, მაგრამ მათ თუ კონკურენცია არ გაუწიეს, ცუდ მდგომარეობაში ჩადგებიან, თავად ხალხი გააკეთებს არჩევანს – რომელი ტარნსპორტით იმგზავროს. ჩვენ საშუალებას მივცემთ მოსახლეობას, იქიდან საიდანაც მიკროავტობუსები მოძრაობენ და ავტობუსი არ მოძრაობს, ავტობუსმაც იმოძრაოს. ანუ, უფრო მიმზიდველი იყოს ავტობუსი. ამ გზაზე მივდივართ. 90 ავტობუსი უკვე გზაშია და შემოვა. თვის ბოლომდე 220 ავტობუსზე კიდევ ტენდერი გამოცხადდება. ასევე ვგეგმმავთ, რომ მთლიანად 2019 წლის ბოლომდე ყვითელი ავტობუსი საერთოდ აღარ იყოს და საავტობუსო ხაზები ისე დალაგდეს , რომ სწრაფი გადაადგილების საშუალებები შეიქმნას, ანუ ბარიერები არ შეხვდეს წინ, რა ბარიერებიც დღეს ხვდება ავტობუსების გადაადგილებას. პეკინის ქუჩას თუ ავიღებთ და დავაკვირდებით , რეაბილიტაციის დროს გაკეთდა ავტობუსისთვის გამოყოფილი ზოლი , იგივე კეთდება შარტავაზე, კოსტავაზე, რობაქიძის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე. ამ ეტაპზე მიკროავტობუსებს არ ვზღუდავთ, რომ ავტობუსების ზოლშიც იარონ, ვინაიდან ავტობუსების საკმარისი რაოდენობა არ არის. ავტობუსის საკმარისი რაოდენობის შემდგომ, გადავხედავთ.
2019 წლის ბოლომდე ჩვენ გვექნება გამოკვეთილი, გრძელი ავტობუსის ზოლები. მომავალი წლის მეორე კვარტლის ბოლომდე „სისტრამ“ უნდა წარმოადგინოს კვლევა, სადაც დერეფნები იქნება წარმოდგენილი. ჩვენ შევქმნით „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუქტამდე გადაადგილების სწრაფ საშუალებას“, – განაცხადა მუმლაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი