ქსნის ქუჩაზე ავარია მოხდა-არიან დაშავებულები
თბილისში, ქსნის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა გარე განათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი სხვა ავტომობილს.
ორივე ავტომანქანის მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.