კახა კახიშვილი: ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა არ ყოფილა

0

სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი, გუშინ გავრცელებულ ჩანაწერზე, სადაც მირზა სუბელიანი მის წინააღდეგ არსებულ კომპრომატებზე საუბრობს, პირველ კომენტარს აკეთებს.
კახიშვილი ამბობს, რომ მასსა და მირზა სუბელიანს შორის საუბარი პირობებთან დაკავშირებით არ ყოფილა.
„ჩემსა და მირზა სუბელიანს შორის არანაირი შეხვედრა პირობებთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა.
როდესაც ბატონი მირზა სუბელიანი დააკავეს მაშინ წყდებოდა მისი განთავსების საკითხი, რა თქმა უნდა, მე გახლდით მინისტრი და შემითანხმეს რომელ დასწესებულებაში უნდა იყოს განთავსებული იყო საუბარი მეცხრე ან მერვე დაწესებულებაზე.
თავიდან განთავსდა მე-9 დაწესებულებაში, შემდეგ გადავიდა მისივე სურვილით, უსაფრთხობის ზომებიდან გამომდინარე მე-8 დაწესებულებაში, ვიზუალური მეთვალყურეობის პირობებში, იქაც აღნიშნავს რომ არ იყო კმაყოფილი ვიზუალური მეთვალყურეობის გამო, ყველა პატიმრისთვის წინასწარი პატიმრობა განსაკუთრებით სტრესული და მძიმეა და ყველა მათგანს აქვს გათავისუფლების იმედი“, -აცხადებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ მორიგ ჩანაწერში სუბელიანი აცხადებს, რომ დაპატიმრებამდე იგი იმყოფებოდა კახიშვილთან და შესაბამისი პირობების შექმნა მოსთხოვა. იქიდან გამომდინარე რომ შეთანხმება დაირღვა, სუბელიანი ამბობს, რომ კახიშვილის წინააღმდეგ კომპრომატები აქვს და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოაქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი