„ახალგაზრდა ადვოკატები“: ხვალ „ნდობის რეიტინგი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“ შედეგები გამოქვეყნდება

0

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ხვალ „ნდობის რეიტინგი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს გამოაქვეყნებს. პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 12:00 საათზე შედგება.

ორგანიზაციამ მოსახლეობის გამოკითხვა თბილისში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 2018 წლის 12 ოქტომბერს ჩაატარა. მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიკითხნენ. გამოკითხვის მიზანს დედაქალაქის მოსახლეობის რეალური განწყობებისა და საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში, მათი მოლოდინების დადგენა წარმოადგენდა.

მოქალაქეებმა უპასუხეს დასმულ კითხვებს: „აპირებთ თუ არა მონაწილეობა მიიღოთ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში“, „გთხოვთ, დაასახელოთ პრეზიდენტობის რეგისტრირებული ერთი კანდიდატი, რომელიც იმსახურებს თქვენს ნდობას“, „რა განაპირობებს კანდიდატის მიმართ თქვენს ნდობას: ა) კანდიდატის გამოცდილება და შეხედულებები, ბ) კანდიდატის საარჩევნო პროგრამა, გ) კანდიდატის პარტიულობა დ) კანდიდატის არაპარტიულობა“, „ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას 2024 წლიდან?“ და „როგორ შეაფასებდით მოქმედი პრეზიდენტის საქმიანობას?“. გამოიკითხა 600  მოქალაქე.

ცნობისთვის,„ახალგაზრდა ადვოკატები“ საარჩევნო პროცესში სოციოლოგიურ გამოკითხვებს 2013 წლიდან ახორციელებს. ბოლო გამოკითხვა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკოსებისა და პარტიების ნდობის რეიტინგის დადგენას ემსახურებოდა.

კომენტარები

კომენტარი