ქერჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ყირიმში, სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ყირიმის წარმომადგენელმა, სერგეი აკსეევმა, ქერჩის კოლეჯში სროლასთან დაკავშირებით, ხუთშაბათიდან ყირიმში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
სევოსტოპოლის გუბერნატორმა, დიმიტრი ოვსიანიკოვმა ყირიმელებისთვის სოლიდარობის ნიშნად, ქალაქში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. მან მწუხარება გამოთქვა დაღუპულების ოჯახის მიმართ და ახლობლებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.
“არ მაქვს სიტყვები, რათა გამოვხატო ის ტკივილი, რომელსაც ვგრძნობ, როდესაც ასეთი ტრაგედიები ხდება. სევასტოპოლი თქვენთან ერთად გლოვობს…”, – განაცხადა ოვსიანიკოვმა.