ირაკლი სესიაშვილი: „ნაცმოძრაობას“ ქვეყანა დესტაბილიზაციისკენ მიჰყავს, ნებისმიერ კანონდარღვევაზე უმკაცრესი პასუხი იქნება

0

საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანა მიზანმიმართულად რევოლუციისკენ, არეულობისა და დესტაბილიზაციისკენ მიჰყავს.
მისივე განმარტებით, რეაგირება ნებისმიერ კანონდარღვევაზე, უმკაცრესი იქნება.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანა მიზანმიმართულად რევოლუციისკენ, არეულობისა და დესტაბილიზაციისკენ მიჰყავს. მათ ეგონათ, ფაბრიკაციის გავრცელების შემდეგ, საზოგადოებაში მუხტი გაჩნდებოდა. წინასწარ დაგეგმილი ჰქონდათ, აქციები დაეწყოთ და პროცესები დესტაბილიზაციასა და არეულობაში გადაეზარდათ. ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული იქნება, ვიდრე, რომელიმე მათგანი კანონის დარღვევას დააპირებს, რაზეც უმკაცრესი პასუხი იქნება“, – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი