სტუდენტმა, რომელმაც ქერჩის კოლეჯში სროლა მოაწყო, თავი მოიკლა

ყირიმში ქერჩის კოლეჯში სროლის და აფეთქების შედეგად, 18 ადამიანი დაიღუპა, 50 კი – დაშავდა.
ყირიმის ხელისუფლების წარმომადგენელმა, სერგეი აკსეევმა, განაცხადა, რომ სროლის და აფეთქების შედეგად, კოლეჯში 18 ადამიანი დაიღუპა, სტუდენტმა კი, რომელმაც სროლა მოაწყო, თავი მოიკლა.
“დაღუპულია 18 ადამიანი, დაშავდა 40-ზე მეტი, პოტენციურმა მკვლელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის იმავე კოლეჯის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო”, – განაცხადა აკსენოვმა.
თავდამსხმელი, რომელმაც კოლეჯის პერსონალი და სტუდენტები მოკლა 18 წლის მეოთხე კურსის სტუდენტი ვლადისვალ როსლიაკოვი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები