თერჯოლაში, სოფელ გოფანდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოფელ გოფანდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა.
შესრულებული სამუშაოების შედეგად მოეწყო ანტისეისმური რკინა-ბეტონის სარტყელი ტაძრის პერიმეტრზე და ხის კონსტრუქციებზე კამარა კირის ხსნარის შელესვით. დამონტაჟდა საბჯენი თაღისა და ტრიუმფალური თაღის კაპიტელები. ინტერიერი შეილესა კირის სპეციალური ხსნარით, მოპირკეთდა 5 სმ სისქის დახერხილი კირქვის ფილებით. დამონტაჟებულია ხე-ლითონის კარებები და სარკმელები, ასევე საბურველი რუხი ფერის თუნუქით ლორფინის იმიტაციით. ტაძრის ფასადები დამუშავდა კირხსნარით (ამოივსო ნაკერები). მოეწყო სახურავი ხის კონსტრუქციებზე,- სარინელი ტაძრის პერიმეტრზე და მის მიმდებარედ, დამატებით დასავლეთის მხრიდან.

შემსრულებელია შპს „კამარა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები