მესტიაში ჯომარდობისას ახალგაზრდა ტურისტი ქალი დაიღუპა

0

სვანეთში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად რუსი ტურისტი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მესტიაში ჯომარდობისას 33 წლის რუსი ტურისტი, მარია ლვოვა გარდაიცვალა.
შემთხვევა დღეს მოხდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი