კახა ქემოკლიძე: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიში, შსს-ს პროგრესს პოზიტიურად აფასებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა კახა ქემოკლიძემ, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სამინისტროს მიმართულებით არსებული პოზიტიური მაჩვენებლები შეაფასა.
„გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში“, 2018 წლის მონაცემებით საქართველომ 66-ე ადგილი დაიკავა და წინა წელთან შედარებით პოზიცია ერთი საფეხურით გაიუმჯობესა. სამინისტროსთვის, აღნიშნული კვლევა საინტერესოა იმ კონტექსტში, რომ ის უწყების ინსტიტუციურ პროგრესს აფასებს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე როგორიცაა მაგალითად: ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, მკვლელობების მაჩვენებელი და პოლიციური ძალების სანდოობის ხარისხი. სამივე მიმართულებით სამინისტროს აქვს მნიშვნელოვანი დადებითი მაჩვენებლები, რაც თავის მხრივ, უწყების სწორი მიმართულებით განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ინდიკატორია“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები