ნატო ჩხეიძე ბიზნესმენებს მოუწოდებს, მიიტანონ რეკლამა იბერიაში, რათა არხმა მაუწყებლობა განაახლოს

“ომეგა ჯგუფისა” და ტელეკომპანია “იბერია”-ს დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე ბიზნესმენებს მიმართავს და მოუწოდებს მიიტანონ რეკლამა ტელეკომპანიაში, რათა არხმა მაუწყებლობა განაახლოს.
“ის, რაც მცირე იყო, სხვა საშუალებები, სხვა რეკლამიდან, ის ყველაფერი ამოიწურა. თუ იქნება რაიმე რეკლამა, ძალიან დიდი თხოვნით მივმართავ ყველას, თუკი უნდათ, რომ ამუშავდეს ტელეკომპანია “იბერია”, ამისათვის არსებობს ორი საშუალება: ერთი – “ომეგა ჯგუფი” ამუშავდეს და მეორე, იმათ, ვინც მუშაობენ და ჯერ არ დახურულან ამ ხელისუფლების პირობებში, შემოიტანონ რეკლამა ტელეკომპანია “იბერიაში”, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
გუშინ საღამოს არხის მაუწყებლობა შეჩერდა. მეორე დღეა, ტელეკომპანიის ეთერში საინფორმაციო გამოშვება აღარ გადის. ფინანსური კრიზისი კი “ომეგა ჯგუფის” ხმაურიანი საქმის გამო წარმოიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები