მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტმა “ნაციონალური მოძრაობის” მესიჯბოქსით გაიღვიძა
„ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ამბობდნენ, პრეზიდენტმა უნდა გაიღვიძოსო, გაიღვიძა მაინცდამაინც “ნაციონალური მოძრაობის” მესიჯბოქსით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ხელისუფლებასთან და საზოგადოებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსით საუბარი უშედეგო იქნება.
„როდესაც წინა პერიოდში ვამბობდით, რომ მისი მესიჯები ემთხვევა ნაციონალური მოძრაობის მესიჯებს, ამის გამო ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, თუმცა დღეს იგივე განმეორდა სამწუხაროდ. ერთი არის ფორმალური მხარე თუ რა უფლებამოსილებები გააჩნია პრეზიდენტს და მას შეუძლია იმოქმედოს ამ უფლებამოსილებების ფარგლებში და როდესაც ის იწვევს უშიშროების საბჭოს სხდომას, ბუნებრივია, წევრები მიდიან ამ შეხვედრაზე, მაგრამ როდესაც ის ნაციონალური მოძრაობის მესიჯბოქსით ელაპარაკება საზოგადოებას და ხელისუფლებას, ბუნებრივია, ამ ზოგადი პოლიტიკური განცხადებების ფონზე შესაბამისი შედეგები ვერ იქნება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.