ირაკლი სესიაშვილი: კანონი არ კრძალავს და არ ამბობს, რომ ციხეში კვირა დღეს შესვლა არ შეიძლება

კანონი არ კრძალავს და არ ამბობს, რომ ციხეში კვირა დღეს შესვლა არ შეიძლება – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის ბრალდებულ მირზა სუბელიანთან საპატიმრო დაწესებულებაში შესვლასთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, ვიქტორ ჯაფარიძემ მისთვის კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა. „კანონი არ კრძალავს და არ ამბობს, რომ ციხეში კვირა დღეს შესვლა არ შეიძლება. სხვადასხვა მძიმე საქმეებთან დაკავშირებით მეც არაერთხელ ვყოფილვარ ციხეში და არ გამოვრიცხავ, რომ მათ შორის კვირა დღეს ვიყავი, რადგან ამ დღეს შედარებით თავისუფალი ვარ. ვიქტორ ჯაფარიძემ მისთვის კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები