„საქართველოს ბარმენთა ასოციაციამ”  ბარმენებს შორის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა

„საქართველოს ბარმენთა ასოციაციამ”  ბარმენებს შორის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ საქართველოს ბარმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა ჟაკო ჯორჯაძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოდან ჩემპიონატში 2 მონაწილე იყო წარდგენილი –  „საქართველოს ბარმენთა ასოციაციის“ ვიცეპრეზიდენტი, საქართველოს ორგზის ჩემპიონი ალექსანდრე სანიშვილი და ბარმენი ვასილ ღონღაძე.
„მე კმაყოფილი ვარ ჩვენი კონკურსანტების გამოსვლით. ძალ-ღონე არ დაიშურეს, რომ კარგად გამოსულიყვნენ. უფრო უკეთაც შეიძლებოდა, ამისთვის კი საჭიროა, მომზადება და დაფინანსება. არ არის გამორიცხული, მომდევნო წელს მონაწილეებს სერთაშორისო ორგანიზაციიდან ტრენერი ჩამოვუყვანოთ, ან ისინი რომელიმე ქვეყანაში გამოცდილების მისაღებად გავაგზავნოთ.
ჩემპიონატში მონაწილეობა ჩევნი ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ბარმენებს ტურიზმის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვთ“, – განაცხადა ჟაკო ჯორჯაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები