რუსთაველის საზოგადოების დელეგაციამ საინგილოს (ჰერეთის) კულტურულ-ისტორიული ძეგლები მოინახულა

რუსთაველის საზოგადოების დელეგაციამ საქართველოს ისტორიულ კუთხეში – საინგილოში (ჰერეთი) კულტურულ-ისტორიული ძეგლები და ქართული სოფლები მოინახულა.
როგორც „კვირას“ რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარემ დავით შემოქმედელმა განუცხადა, ისინი ბელექანის, ზაქათალისა და კახის რაიონებში იმყოფებოდნენ.
„რუსთაველის საზოგადოების დელეგაცი შეხვდა იქაურ ქართველებს. მათ აქვთ უამრავი პრობლემა, მათ შორის, მოსაგვარებელია სახელმძღვანელოების საკითხი.
რუსთაველის საზოგადოებამ ჰერეთში ჩაიტანა წიგნები, მომავალში ჰერეთის სკოლებს შეფობას გაუწევს და კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
დავძენ იმასაც, სრულიად საქართველოს ისტორიული კუთხეების მონახულება რუსთაველის საზოგადოების მიზანია. მისი დელეგაცია ჯერ ისრაელში, წმინდა მიწაზე იმყოფებოდა, სადაც რუსთაველის იუბილე აღინიშნა, მერე ტაო-კლარჯეთში, კაპადოკიაში, ახლა კი ჰერეთში იმოგზაურა. მომავალშიც განვაგრძობთ სრულიად საქართველოს ისტორიულ კუთხეებში მოგზაურობას“…
ჰერეთში რუსთაველის საზოგადოება ასეთი შემადგენლობით იმყოფებოდა; ენობრივი კომიტეტის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგო გოგოლაშვილი, საქართველო -ისრაელის ურთიერთობების თავმჯდომარე, ჟურნალისტი ლეილა ნოდია. პოეტი ნინო ქუთათელაძე, ლიტერატორი მარინა ნონიკაშვილი, მწერალი ლალი მიქაძე, პოეტი და ჟურნალისტი თამარ შაიშმელაშვილი…

საინგილო (ისტორიული ჰერეთი) 1921 წლიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფარგლებშია მოქცეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები