კობა დავითაშვილი: ჯაფარიძე აღარ მალავს, რომ მისი ამოცანა ნარკოტიკებით ვაჭრობის ლეგალიზაციაა

0

მე მაქვს განცდა, რომ ზურაბ ჯაფარიძე გეგმავს მორიგ საკონსტიტუციო სარჩელს და მას სჭირდება ამისთვის მიზეზი, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრეკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.
დავითაშვილი „გირჩის“ მიერ დაანონსებულ „კანაფის ფესტივალს“ გამოეხმაურა.
„მან საჯაროდ განაცხადა, საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ მოხმარების ლეგალიზაციაა და შემდგომი გაგრძელება არ ექნება, თურმე იყო ტყუილი. ის აღარ მალავს, რომ მისი ამოცანაა ნარკოტიკებით ვაჭრობის ლეგალიზაცია, არა მხოლოდ მოხმარების, არამედ ნარკოტიკებით ვაჭრობის სრული ლეგალიზაცია.
ის აპირებს, საჯაროდ ჩაიდინოს სისხლის სამართლის დანაშაული, გაყიდოს მარიხუანა. ბუნებრივია, სამართლდამცველი ორგანოებისგან ამა უნდა მოჰყვეს რეაქცია , კერძოდ მისი დაკავება. თუ მას ჰქონია, რომ როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს აბსოლუტური იმუნიტეტი იცავს დაკავებისგან , ის ძალიან ცდება. იმუნიტეტი გულისხმობს ცესკო-ს ნებართვას დაპატიმრებაზე და არა დაკავებაზე. დაპატიმრება სხვაა და დაკავება სხვაა.
თუ მას დანაშაულის ადგილას წაასწრებენ , სრული უფლება და მოვალეობა აქვთ შსს-ს წარმომადგენლებს დააკავონ ის ფაქტზე“- განაცხადა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ 20 ოქტომბერს, დედაენის ბაღში მარიხუანას ლეგალიზების ფესტივალის გამართვას გეგმას.
დაგეგმილი ფესტივალის შესახებ „გირჩის“თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მარიხუანასა და მასთან დაკავშირებულ პროდუქტებს, სურვილის შემთხვევაში, ფესტივალის მონაწილეები გაყიდიან.
მისი თქმით, ეს აქცია ხაზს გაუსვამს იმას, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, შეიძინონ ის პროდუქტი, რომლის მოხმარების უფლებაც აქვთ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი