თალაკვაძე პატარკაციშვილის საქმეზე: ისინი ოპონენტებს ასეთი გზით იშორებდნენ ამ არჩევნებშიც, ჩონჩხებივით სკივრიდან ამოძვრნენ

0

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ხალხთან და რა “პოლიტიკურ პარტიასთან” გვაქვს საქმე. ისინი ოპონენტებს ასეთი გზით იშორებდნენ, – ასე აფასებს უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების დეტალების გასაჯაროებას.
“პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ხალხთან და რა “პოლიტიკურ პარტიასთან” გვაქვს საქმე. ისინი ოპონენტებს ასეთი გზით იშორებდნენ ამ არჩევნებშიც, ჩონჩხებივით სკივრიდან ამოძვრნენ და ქვეყანას უკან ექაჩებიან. 28 ოქტომბერს ნაცმოძრაობა კუთვნილ წარსულში უნდა დავტოვოთ”, – აცხადებს თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი