“იბერია” გაბრწყინდება – როგორ ეხმაურება ნატო ჩხეიძე ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეწყვეტას

0

ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელი და “ომეგა ჯგუფის” ერთ-ერთი მფლობელი სოციალურ ქსელში იბერიის დახურვის შესახებ წერს. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე აღნიშნა, მომხდარი ფაქტის გამო გული დამძიმებული აქვს.

ნატო ჩხეიძე იმედოვნებს, რომ “იბერია” აღდგება და გაბრწყინდება.

“იბერია” გააჩერეს…
ვისხედით ჟურნალისტები და მე ვახოს ოთახში
გული მქონდა დამძიმებული მათ შემხედვარეს.
როგორი პროფესიონალები, როგორ შეყვარებულები თავის საქმეზე, ტელევიზიაზე, “იბერიაზე”.
გამშრალები სხედან.
გაქვავებულები.
ხმას არ იღებენ.
მიყურებდნენ და არც მიყურებდნენ.
მისმენდნენ და არც მისმენდნენ.
კიდევ 200 ადამიანი შეუერთდა უმუშევართა არმიას.
კიდევ 200 ენთუზიასტი დარჩა უმოქმედოდ.
ჯერ ოჯთ-ს ფაბრიკის თანამშრომლები, მერე ომეგაში დასაქმებულები და ახლა “იბერია” ტვ.
გული დამძიმებული მაქვს.
მემჩნევა კომენტარის დროს ეს სიმძიმე.
მაგრამ გავუძლებ.
მეც და ყველანი გავუძლებთ.
როდის არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ “იბერია” აღდგება.
ვიცი, რომ ფაბრიკა ამუშავდება.
ვიცი, რომ ომეგა ჯგუფი გაერთიანდება.
ამ 30 წელიწადში მე-3 სამთავრობო შეტევაა ომეგაზე.
იმ ორს გავუძელით და გადავურჩით.
ამ მესამესაც გავუძლებთ.
ჩვენ არ ვიცვლებით.
ჩვენ იგივე ვართ მარად და მარად!..
გული დამძიმებული კი მაქვს, მაგრამ მტკიცედ მჯერა, რომ “იბერია” გაბრწყინდება”, – წერს ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი