კანცელარიასთან კახეთში გატაცებული 17 წლის გოგოს მხარდასაჭერი აქცია იმართება

თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან სოფელ ლამბალოდან გატაცებული 17 წლის, ეთნიკურად აზერბაიჯანელი გოგოს მხარდასაჭერი აქცია იმართება. „შეწყდეს ქალების მოტაცება“, – წერია აქტივისტების ბანერზე.
შეკრებილები ითხოვენ, შსს-მ გამოაქვეყნოს გატაცებული გოგოსა და მისი გამტაცებლის ფოტოები, რათა გოგოს მოძებნაში საზოგადოებამაც შეძლოს ჩართვა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სახელმწიფო უნდა გააქტიურდეს ადრეული ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლაში. აქციის ორგანიზატორი „ქალთა მოძრაობაა“.
17 გოგო 4 დღის წინ სოფელ ლამბალოში სახლიდან ძალის გამოყენებით გაიტაცეს. ცოტა ხნის წინ ამაზე განცხადება შსს-მ გაავრცელა: „საქმეზე ამ დრომდე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება. გამოკითხული არიან მოწმეები, როგორც ჰ.მ.-ს, ასევე სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირის ნათესავები. გამოიკითხნენ ის პირებიც, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ ინფორმაცია არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის შესახებ. გამოძიების დაწყების დღიდან ამ წუთამდე მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით. პოლიციას ინტენსიური კომუნიკაცია აქვს არასრულწლოვნის ოჯახის წევრებთან”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები