ირაკლი კობახიძე: არჩევნები სალომე ზურაბიშვილის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდება

0

არჩევნები დასრულდება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის დამაჯერებელი გამარჯვებით და კიდევ ერთხელ გაეცემა საკადრისი პასუხი „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ეს არჩევნები დასრულდება ლოგიკური შედეგით, რაზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ და ეს დასტურდება ჩვენი შიდა კვლევებითაც. არჩევნები დასრულდება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის დამაჯერებელი გამარჯვებით და კიდევ ერთხელ გაეცემა საკადრისი პასუხი „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩამოვთვალე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ეს იყო ყაჩაღობა, ძალადობა, რეკეტი და ეს იყო ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, ეს იყო ასობით ადამიანის დაღუპვა, რაშიც ბრალი მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ მიუძღვის, ეს იყო ასეულობით სოფლის დაკარგვა და ეს იყო ის უბედურება, რომელიც დაატრიალა ამ პარტიამ 2012 წლამდე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი