„თი-ბი-სი“ ბანკმა აბაშაში ფერმერებისათვის აგროფორუმი ჩაატარა

რეგიონებში „თი-ბი-სი“ ბანკის აგროფორუმები გრძელდება. რიგით მეშვიდე აგროფორუმმა თელავის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, გორის, მარნეულისა და ახალციხის შემდეგ ფერმერებს აბაშაში უმასპინძლა. წინა ფორუმების მსგავსად, ფერმერებმა და აგროსექტორით დაინტერესებულმა პირებმა ექსპერტებისგან კითხვა-პასუხის რეჟიმში მათთვის საინტერესო დარგობრივ და კოოპერაციულ საკითხებზე მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია.
აბაშაში აგროფორუმი ორ თემატურ მიმართულებად იყო დაყოფილი. თავდაპირველად, „თი-ბი-სი“ ბანკმა ფერმერებს ახალი პროდუქტი – სტარტაპ აგროსესხი წარუდგინა და გააცნო, თუ ვის, რა ტიპის მეურნეობისათვის, რა პირობებითა და მოთხოვნებით შეუძლია აღნიშნული სესხით სარგებლობა.
მეორე ნაწილი ფრინველის ხორცის წარმოებას დაეთმო. დამსწრე საზოგადოებამ ფრინველის ხორცის ეფექტური წარმოებისა და სახორცე ფრინველის პროდუქტიულობის სტანდარტული მონაცემების შესახებ მიიღო ინფორმაცია, ასევე თუ როგორია მსოფლიოსში და კონკრეტულად საქართველოში სასურსათო ხორცის წარმოებისა და მოხმარების სტატისტიკა. დარგის ექსპერტმა – კომპანია „ნუტრიმაქსის” წარმომადგენელმა, რევაზ ლაფაჩმა ბროილერის მეურნეობის მართვისა და ადმინსიტრირების, ასევე ბროილერის გამოზრდისათვის აუცილებელი გარემო პირობების, კვების ფაზების, რაციონისა და თავისებურებების შესახებ ისაუბრა.
აგროფორუმები „თი-ბი-სი“ ბანკის მიერ აგროსექტორის განვითარებისათვის განხორციელებული ერთ-ერთი პროექტია. დარგის მხარდაჭერა ფერმერებისათვის აგროპროდუქტების შეთავაზებასთან ერთად, ტრენინგებსა და კონსულტაციებსაც გულისხმობს, სადაც რჩევებისა და უახლესი ინფორმაციის გაზიარება ხდება. აგროფორუმები სრულად დაფინანსებულია “თი-ბი-სი” ბანკის მიერ. აგროფორუმებზე დასწრება თავისუფალია. თემატიკა კი, რეგიონების სპეციფიკიდან გამომდინარე – განსხვავებული.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები