ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანს: ეს არ არის სწორი მსჯელობა, შენ პირობა იმაზე მიიღე, რომ უსამართლოდ არავინ დაგჩაგრავდა

პროკურატურამ ბრალდებული მირზა სუბელიანის ჩანაწერები გამოაქვეყნა. უწყებაში ჩანაწერებთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩატარდა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერებიდან ირკვევა მირზა სუბელიანმა პირობა არა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთის შეთანხმებასა და ფინანსურ უზრუნველყობაზე არამედ იმაზე მიიღო, რომ მას უასამართლოდ არავინ დასჯიდა.
მირზა სუბელიანი: არა რაა, სასამართლო რას გადაწყვეტს?! მე როგორც ვიცი, ჩემი საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილია. ბოლომდე უნდა გამწირონ ბიჭო რა ! არ არის ეს სწორი. გეუბნები რაა… მე რაც გავაკეთე მაგათთვის , ვინ იზამდა სხვა? და რა მივიღე? სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, მეც ვნახავ ძმაო და შენც და ყველა. გამწირეს და რას მეუნბები, რომ ასე არ არის?! მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე?
ვიქტორ ჯაფარიძე: ეხლა შენ მართლა ნერვებზე ხარ, ეს არ არის სწორი მსჯელობა. შენ პირობა იმაზე მიიღე, რომ უსამართლომ არავინ დაგჩაგრავდა. … ვიცი რომ მსუბუქი დანაშაული გაქვს ჩადენილი და ამ კუთხით ერთ წელზე მეტს ვინ მოგცემს? რომელი მოსამართლე? რომელი ჭკუადმყოფელი ადამიანი?
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავასაჯაროვოთ 2018 წლის 6 ივლისით დათარიღებული აუდიომასალაც, რომელზეც სავარაუდოდ კვლავ მირზა სუბელიანის და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ჩაწერილი,“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები