მირზა სუბელიანი: “ნაცები” ჩემთან ხუთი სხვადასხვა არხით გამოვიდნენ, გვარამიასთან უნდოდათ კონტაქტი, შემომითვალეს ინფორმაცია მოგვცეს, თუნდაც ტყუილი და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთო

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, რომელშიც სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი და პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ზაზა სარალიძეს უდესიანისგან, კეზერაშვილისა ფა ნაკაიძისგან ფული აქვს აღებული.
სუბელიანი ასევე ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მასთან სხვადასხვა არხებით ცდილობდნენ დაკავშირებას.
მირზა სუბელიანი: სასამართლო რას გადაწყვეტს? მე როგორც ვიცი, ჩემი საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილია, ბოლომდე უნდა ბიჭო გამწირონ? არ არის ეს სწორი. გეუბნები რა, მე რაც გავაკეთე მათთვის, ვინ იზამდა სხვა და რა მივიღე? სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, მეც ვნახავ, შენც და ყველა. გამწირეს და რას მეუბნები, რომ ასე არ არის. მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე…
ვიქტორ ჯაფარიძე: ახლა შენ მართლა ნერვებზე ხარ, ეს არ არის სწორი მსჯელობა, შენ პირობა იმაზე მიიღე, რომ უსამართლოდ არავინ დაგჩაგრავდა.. ვიცი, რომ მსუბუქი დანაშაული გაქვს ჩადენილი და ამ კუთხით, ერთ წელზე მეტს ვინ მოგცემს, რომელი მოსამართლე, რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი…
მირზა სუბელიანი: გავიგე, მაგრამ არ მიდის მასე საქმე.. ხო, წესით წელი კი არა ჯარიმას ითვალისწინებს, მეტი რა უნდა მომცეს..და საერთოდ, ჩემი ფეხით მივედი, ვაღიარე ყველაფერი და საერთოდ მე გავხსენი ეგ დედ… საქმე. მე რომ არ ვყოფილიყავი, ერთი დაკავებულიც არ ეყოლებოდათ. ყველაფერი ვაღიარე და საერთოდ ერთი ადამიანი მითხარი, რითაც დამაკავეს, სხვა თუ ზის მსგავსი მუხლით ციხეში. წესით, ერთი წელიც კი არ უნდა მომცეს სასამართლომ. ესენი ბოლომდე მიაწვებიან, გინდა გითხრა რატომ? რადგან სარალიძე აწვებათ. სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან, ნაცებმა ბოლომდე მიიბეს და ჩემთან ხუთი სხვადასხვა არხით გამოვიდნენ, საყვარელიძე, ვინ აღარ იყო, გვარამიასთან უნდოდათ კონტაქტი, შემომითვალეს მირზამ კუში თქვას, საარჩევნო ინფორმაცია მოგვცეს თუნდაც ტყუილი და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთ ვალში არ დავრჩებითო. იცი, ძმაო ეს რას ნიშნავს? ისიც, ხომ იცი, რომ სარალიძის თემა არაა მინელებული.. რუსთაველის ამბები ჩემამდეც მოდის.. მე ხომ ვიცი, ეს ყველაფერი და ამიტომ ვამბობ, რომ მაქსიმუმს მომცემენ.. ეგ არააა კაცური საქციელი.. არ ვიმსახურებ მე მაგას…ეს დედა…ლი ხო და მაგათ გადაეცი ვიღაცა გამო …ლი არ ვარ და ეს კაცი თავს დაიცავს-თქო.. როგორ და დაინტერესდნენ მაგით… როგორ და ყველაფერს ვიტყვი… ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერები, ვიბაზრებ, რომ ყველა გახმაურებული საქმე, “ოცნებამ” რო ქულა დაიწერა: თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები, – ტყუილით აგაყირავებთ. მკიდია რა. იმასაც ვიტყვი, რომ კაროჩე რა.. დაზღვეული მაქვს საზღვარგარეთ. ყველაფერზე წამსვლელი ვარ. რომ დავანგრევ საქმეებს, მერე ნახონ. ბიჭო, კუთხეში მიმწყვედეულ კაცს ვერაფერს ვერ მომთხოვენ. ვერც ღირსებას, ვერც ნამუსს და რაც აქამდე მომიტანია, იმაზეც მადლობა თქვან..

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები